კალაძის განმარტებით, ლარის გაუფასურების შემთხვევაში სემეკს ტარიფის გაზრდა მოუწევს. ,,საქართველო ელექტროენერგიას აგვისტოს ბოლოდან მარტის ბოლომდე დოლარში ყიდულობს, ხოლო ანგარიშსწორება ლარში ხორციელდება“ - განმარტა მინისტრმა. მისი თქმით, ელექტროენერგიის ტარიფი 2012 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა.
რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებებს ტარიფის გაიაფებასთან დაკავშირებით, კალაძე ამბობს, რომ დანაპირები შესრულდა და მოსახლეობა 3 წლის განმავლობაში შემცირბული ტარიფით სარგებლობდა.
ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანას გაცილებით ძლირი ეკონომიკა აქვს, ვიდრე ეს ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო.
"ჩვენ ვართ ენერგოდამოკიდებულები, მაგრამ გვაქვს შანსი, ვიყოთ დამოუკიდებლები ამ მხრივ. ლარის გაუფასურებას დოლართან მიმართებაში დამოკიდებულია ტარიფთან მიმართებაში. თუ იქნება დიდი სხვაობა, რა თქმა უნდა, მარეგულირებელს მუშაობა მოუწევს ამ მიმართულებით. დღეს ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ქართული ოცნება მოვიდოდა ხელისუფლებაში," - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






