საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარებმა მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და ბაჩო ახალაია მოინახულეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპარლამენტარებმა პატიმრების მდგომარეობაზე ისაუბრეს.
"მე იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს სამართლიანობა გაიმარჯვებს. იმედია, რომ სასამართლო სისტემის ცვლილება, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებები დაეხმარება ამ პროცესს. ვფიქრობ, ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ შერჩევითი სამართლის ასეთი ნიშნები გაქრება. თქვენმა ქვეყანამ ბევრ სფეროში პროგრესს მიაღწია და შერჩევითი სამართლის ნიშნები ამას აზიანებს. იმედია, მათ ექნებათ სამართლიანი შანსი, რომ საკუთარი საქმეები მოიგონ", - ამბობს ელმარ ბროკი.
ლიტველმა პოლიტიკოსმა კი ბაჩ ახალაიას გაუარესებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსმინისტრი კარგად არ გამოიყურება.
„კითხვები, რომელიც სასამართლოს სხდომებს და მის ბრალს უკავშირდება, ისევ არსებობს. არის ეჭვი იმისა, რომ მათი დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ჩვენ ამ საკითხებს პრეზიდენტსა და პრემიერს გავაცნობთ," - აცხდებს ევროპარლამენტის წევრი, გაბრიელუს ლანსბერგისი.
მასალის გამოყენების პირობები






