ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა
პოლიტიკა - 18:07, 25 Jul, 2015     1147
ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა, - სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჩარგალში, ვაჟაობის დღესასწაულზე განაცხადა.
უკვე შექმნილია „ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისია“, რომელიც პრემიის მინიჭების პროცესს წარმართავს.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია - ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო, 10 000 ლარის ოდენობით, ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა.
პრემიერმა ვაჟაობა სრულიად საქართველოს მიულოცა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ქართველები სამართლიანად ვამაყობთ, რომ გვყავს მსოფლიო მნიშვნელობის შემოქმედი, ბუმბერაზი ადამიანი და მოაზროვნე, რომელიც ამ ეზოში გაიზარდა, ამ სივრცეში იქმნებოდა ვაჟას შესანიშნავი და გენიალური ნაწარმოებები. ვაჟა-ფშაველა ჯერ კიდევ ას წელზე მეტი ხნის წინ აფასებდა იმ ღირებულებებს, რისკენაც დღესაც ისწრაფვის კაცობრიობა. მჯერა, რომ ერი, რომელმაც ასეთი შვილი გაზარდა, იმ ღირებულებებით, იმ სულიერი სიმაღლით, რაც ვაჟა-ფშაველას ჰქონდა, აუცილებლად გადალახავს ყველა სირთულეს, აუცილებლად მოიპოვებს წარმატებას, გამარჯვებას და მიაღწევს საერთო ქართულ მიზანს - ჩვენი ქვეყნისა და ერის გამთლიანებას. ვაჟა-ფშაველა თავად იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად და ევროპულად მოაზროვნე კაცი და მისი მაგალითიც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ საერთო ღირებულებები და მისწრაფებები გვაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ იდეა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის დაწესების შესახებ, რომელიც ვაჟაობის დღესასწაულზე პირველად ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა, განხორციელებულია.
წელს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. კონცერტი, სპორტული ღონისძიებები და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ტრადიციულად, ვაჟაობის სახალხო ზეიმის შემადგენელი ნაწილები იყო. ღონისძიების დასასრულს, მთავრობის მეთაური ჩარგალში ახალი ხიდის გახსნას დაესწრო, რომელიც სოფელს ეკლესიასთან აკავშირებს. ადგილობრივებმა პრემიერს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, მდინარეზე გადასასვლელის არარსებობა წლების განმავლობაში პრობლემებს უქმნიდათ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42