ევროპელი დეპუტატები საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფელ ხურვალეთში იმყოფებიან. ისინი კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას და მცოცავი ოკუპაციის შედეგებს ეცნობიან.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ელმარ ბროკის თქმით, ის რაც ოკუპირებულ რეგიონებში ხდება არასწორია.
მისი განცხადებით, ევროპარლამენტი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ოკუპაციის პერიოდში.
„ოკუპაცია დასაწყისიდანვე უკანონო იყო. მე 2008 წლის აგვისტოშიც ვიყავი გორში. მას შემდეგ ე.წ. საზღვრის ნაბიჯ-ნაბიჯ გადმოწევა აჩვენებს, რომ რუსეთს არ აქვს სურვილი ძველ პოზიციას დაუბრუნდეს, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა. ეს არასოდეს არ უნდა დაუშვათ და თქვენი კანონიერი უფლება უნდა დაიცვათ. ასევე უნდა იზრუნოთ, რომ ხალხმა აქ ერთად ყოფნა შეძლოს, რომ ოჯახები გაერთიანდეს“, - განაცხადა ბროკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






