მას შემდეგ რაც გურანდა გაბუნიამ გადაცემა „სხვა რაკურსში“ სერიალ „ჩემო ცოლის დაქალებიდან“ წამოსვლის მიზეზზე ისაუბრა, ფაქტს სოციალურ ქსელში უმარავი გამოხმაურება მოჰყვა.
გაბუნიას თქმით, წასვლის მიზეზი თინა მხარაძე გახდა.
„ჩემს შვილიშვილს ვინც თამაშობდა სერიალში მაგას ვერასდროს ვერ მივიღებ, მე არ მესმის როდესაც ქალი იძახის ისეთ სიტყვებს , რომელსაც კაციც, რომ იძახის იმასაც ვერ იტანს ვერავინ. თან ჩემი შვილიშვილია. მე ვუთხარი მე მივდივარ სერიალიდან ნახვამდის მე არარ მინდა თქვენთან მუშაობა“- განაცხადა გურანდა გაბუნიამ გია ჯაჯანიძის შოუში.
ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტი ნათია კობერიძეც.
„გურანდა მიზეზს ეძებდა სერიალიდან გასაქცევად. მე რომ შემხვდა იმედზე რეკლამისას დაიწუწუნა, ჩემი სერიალი არ არისო. ის მოსწონდა, მაესტროზე რომ გადიოდა, გოგოლა კალანდაძე თამაშობდა, დამავიწყდა სახელი..“, - წერს კობერიძე.
მასალის გამოყენების პირობები






