შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.
მისი თქმით, კომისია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს.
„კომისია სამართალს არ აღასრულებს, ეს არ არის დიდი ჟიური. ჩვენ ვბჭობთ ვიხილავთ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს, მაგრამ ჩვენ არ ვიხილავთ იმ პოლიტიკურ თემებს, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ საქმესთან იყოს აპელირებული. ეს არ იყო პრეზიდენტის ექსკლუზიური გადაწყვეტილება. თუმცა პრეზიდენტს აქვს უფლება ექსკლუზიურად შეიწყალოს ნებისმიერი მსჯავრდებული. პრეზიდენტმა შეიწყალა ლევან ბობოხიძე. კომისიას ბობოხიძეზე დადებითი რეკომენდაცია ჰქონდა. ჩვენ არ ვიხილავდით პარლამენტარი აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების საკითხს. უკაცრავად და დაუშვათ არ იცოდა პრეზიდენტმა, რომ ლევანი ბობოხიძე აკაკი ბობოხიძის ძმაა, რომ სცოდნოდა უნდა დაეტოვებინა ციხეში?“, -განაცხადა ქორიძემ.
პრემიერი პრეზიდენტის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების ფაქტს უარყოფითად აფასებს.
მისი თქმით, საქართველოს ჭეშმარიტად "ნაციონალური" პრეზიდენტი ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები






