„ღირსებააყრილი სპეცრაზმელები პროკურატურის მიერ დაწერილ ტყუილებსზეპირად იმეორებდნენ“
სოც.მედია - 12:49, 25 Jul, 2015     2587

"სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან გვაზავა გუშინ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკითხული სპეცრაზმელების ჩვენებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მისთვის ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენი იყო „ღირსება აყრილი“ სპეცრაზმელების იდენტური დაზეპირებული ჩვენებების მოსმენა.

ამის შესახებ ლევან გვაზავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

"გუშინდელი სასამართლო პროცესი იყო უმძიმესი,საშინელი სანახავი იყო ღირსებააყრილი სპეცრაზმის თანამშრომლები,რომლებიც პროკურატურის მიერ დაწერილ ტყუილებს,ზეპირად იმეორებდნენ. 25 წელია ამ სისტემაში ვმუშაობ და მე,სახელმწიფოს მიერ ასეთი თავხედური ზეწოლა არ მინახია!გუშინ პროცესზე პროკურორების თვალებში,იკითხებოდა,კრიმინალების რევანშისტური აშკარა ნიშნები!ებრძვიან იმ ადამიანებს ვინც კრიმინალი დაამარცხა ამ ქვეყანაში. მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს,რომ სიმართლე მაინც გაიმარჯვებს. პოლიცია ყოველთვის უზენაისი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის,ვიდრე კრიმინალური სამყარო. ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ გამარჯვებამდე. ძალიან მალე აუცილებლად გამოვააშკარავებთ იმ სახელმწიფო მოხელეებს,ვინც არიან კრიმინალური სამყაროს ლიდერებთან გარიგებაში“, - წერს გვაზავა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა რიგითი სპეცრაზმელის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავა და კახა ნაკანი მას ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.

იასონ მელაძემ ხელმძღვანელების საწინააღმდეგო ჩვენება დღევანდელ პროცესზე მისცა.

მან დეტალურად გაიხსენა სპეცოპერაციის დღეს და აღნიშნა, რომ ცეცხლის გაცემის ბრძანება ფირცხალავამ გასცა. მოწმე ალექსანდრე სანიკიძემ კი განაცხადა, რომ მას ფირცხალავას ბრძანება არ შეუსრულებია და ცეცხლი მხოლოდ იმიტომ გახსნა, რომ ნაკანმა გაისროლა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე ერთად განიხილება, დანარჩენი 7 რიგითი სპეცრაზმელის საქმე კი - ცალკე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42