ნაცმოძრაობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის აღდგენას ითხოვს
პოლიტიკა - 11:48, 25 Jul, 2015     836
ნაციონალური მოძრაობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის აღდგენას ითხოვს - ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

,,მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ყოველთვიურად ათასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს ართმევს საარსებო შემწეობას იმ ფონზე, როდესაც ამავე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება.

დავით სერგეენკოს მიერ 2014 წლის დეკემბერში შემოღებულმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალმა მეთოდოლოგიამ ბოლო 7 თვის განმავლობაში 40,000 ადამიანი დატოვა შემწეობის გარეშე. მათგან 11,000 პენსიონერია, უმეტესად მარტოხელა მოხუცები.

ამით მთავრობა თვეში 2 მლნ ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე მაშინ, როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა.

ათი ათასობით ადამინისთვის საარსებო შემწეობის მოხსნის ფონზე ცინიკურად გამოიყურება პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დენის ტარიფის ნამატს სახელმწიფო დაუფარავს.

რა ქნან იმ ადამიანებმა ვინც, სერგეენკოს მიერ შემოღებული არსწორი მეთოდოლოგიის გამო მაღალი ქულები მოუვიდათ და საარსებო შემწეობის გარეშე დარჩენენ?“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრისგან, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის აღდგენის მიზნით, მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე დღეს აძლევს პრემიერ ღარიბაშვილს, მოიწვიოს მთავრობის საგანგებო სხდომა და მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოყრილი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის აღდგენის შესახებ“ - განაცხადა ზირაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42