საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლების და მინისტრის მოადგილის დავით დონდუას შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დონდუამ განაცხადა, დელეგაციის წევრებს ბევრი კითხვა ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით.
„მათ აინტერესებთ ნატოსთან ჩვენი თანამშრომობის პერსპექტივები და ის თუ რას ვაპირებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარების მიზნით. ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა“, - აღნიშნა დონდუამ.
ევროპარლამენტის წევრები შეხვედრად გამართავენ ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან. ისინი დღესვე საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ და სოფელ ხურვალეთს ეწვევიან.
დელეგაციას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი ხელმძღვანელობს.
მასალის გამოყენების პირობები






