პარლამენტმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევასტან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
პარლამენტმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თაობაზე, რეზოლუციის პროექტი 82 მომხრე ხმით დაამტკიცა.
კანონმდებლებმა უმრავლესობის მიერ მომზადებულ შვიდპუნქტიან დოკუმენტზე, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა.
უმრავლესობის დოკუმენტის მსგავსად, მხარეებმა დღეს უმცირესობის მიერ მომზადებული დოკუმენტიც განიხილეს, რომელიც კენჭისყრაზე ჩავარდა.
უმრავლესობის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, მას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:
სსაქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის შემდგომ,ომისშედეგადტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია მიმართულია ეროვნული უსაფრთხოების, რეგიონში სტაბილურობისა და განვითარებისათვის აუცილებელი მდგომარეობისუზრუნველყოფაზე.
ხელისუფლების ყველა შტოს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის, ისევე როგორც სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორის ფუნქციის, გაძლიერება.
ვითარების სირთულის მიუხედავად, სწორედ ამ ამოცანების რეალიზაციის საჭიროება გვკარნახობს არსებული შიდა და საგარეო დაპირისპირებების მოსაგვარებლად მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოების აუცილებლობას, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიის განუხრელ რეალიზაციას.
სუვერენიტეტის შენარჩუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის ეკონომიკური, სოციალური თუ სამოქალაქოუფლებების დაცვის გარანტიების შექმნა, საქართველოსთან მიმართებაში ერთიანი საერთაშორისო პოლიტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა - ესაა საქართველოს პარლამენტის მიერ განცხადებული საერთო პოზიცია და მთავრობის წინაშე დასმული ამოცანა.
საქართველო სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის. ამდენად,პოლიტიკური პოზიციების რადიკალური დაპირისპირების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ მოლაპარაკებების გზა აირჩია რუსეთთან ურთიერთობების მოსაგვარებლად.
საგანგებო მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების ასეთი პოლიტიკის მხარდაჭერას საქართველოს საზოგადოების მხრიდან, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკური და ფინანსური თანადგომის შეუქცევადობას.
შექმნილი ვითარება გვიჩვენებს, რომ რუსეთის პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების, კონკრეტულად საქართველოს მიმართ, არ გამოხატავს ანალოგიურ პასუხისმგებლობას: მიმდინარე წლის 10 ივლისს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან ხელოვნური გამყოფი ხაზის კიდევ ერთი მონაკვეთის მონიშვნა, კერძოდ სოფელ ხურვალეთს, წითელუბანსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ორჭოსანის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან.
ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება რომ რუსეთის მხრიდან ეს პროვოკაციული ქმედება განხორციელდასაქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის უშუალო სიახლოვეს, იმ მონაკვეთზე, სადაც მდებარეობს ბაქო-სუფსის საერთაშორისო მილსადენის ნაწილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი:
1. კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე და მოქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მათ შორის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღებულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
2. გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის, საკუთრებასა და გადაადგილებაზე ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის პოლიტიკის გაგრძელებას.
3. აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედება უპირისპირდება საქართველოს ძალისხმევას რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
4. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
- ინტენსიურად გააგრძელოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსის (შესაძლებლობის) გამოყენება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის გაზიარებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებში და ქვეყნებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში;
- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან განიხილონ მითითებული ტერიტორიების მთელ პერიმეტრზე პატრულირების გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის საკითხი;
- უზრუნველყოს ოკუპაციით დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის აღრიცხვა, დონორული და საბიუჯეტო სახსრების მობილიზება მათთვის შემწეობის აღმოსაჩენად. ამ მიზნით მუშაობის ინტენსიფიკაციისთვის გააქტიურდეს2013 წელს შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობა;
- განიხილოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატში რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხემოწერილი ხელშეკრულების ამოქმედების საკითხი.
5. მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე სტრატეგიის ჩამოყალიბების, აგრეთვე მოლაპარაკებების მიმდინარეობის განხილვის მიზნით სამთავრობო სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების თაობაზე და აუცილებლობად მიიჩნევს ამ მიმართებით ძალისხმევის მუდმივ კოორდინირებას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტებისა და კომისიის ფორმატში.
6. მოუწოდებს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებს, ინტენსიური პერიოდულობით,უზრუნველყონ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების და წევრი ქვეყნების დელეგაციების ინფორმირება საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენების შესახებ.
7. მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ საეხლმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, მათი ლიდერებისადმი, რომლებმაც ობიექტური შეფასება მისცეს მომხდარ ფაქტს და უზრუნველყოფენ საქართველოს ინტერესების მუდმივ მხარდაჭერას.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა