უნივერსიტეტები ქართველი ჯარისკაცების განათლებაზე იზრუნებენ
პოლიტიკა - 19:41, 24 Jul, 2015     1246
საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მინისტრის მოადგილეები საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. თინათინ ხიდაშელი, დავით ებრალიძე, ანა დოლიძე და ბესიკ ლოლაძე უნივერსიტეტების რექტორებთან საგანმანათლებლო საკითხებზე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნივერსიტეტებთან ნაყოფიერად უნდა ითანამშრომლონ და მათი ცოდნა და გამოცდილება სათანადოდ გამოიყენონ.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ყველა უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, დაწყებული იმ უნივერსიტეტებით, რომლებსაც სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე მაგისტრატურა აქვთ, დასრულებული სამხედრო აკადემიით, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთვის შეიძლება მნიშვნელოვან პარტნიორად ვიგულოთ, როცა ვსაუბრობთ ჯარის პოპულარიზაციაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე და ა.შ. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა იყო. ძალიან ბევრ თემას შევეხეთ, მათ შორის თავდაცვის აკადემიასთან თანამშრომლობით ახალი სამაგისტრო პროგრამების მომზადების საკითხს. ვისაუბრეთ კურსებზე, რომლებიც შეიძლება ჩვენმა ჯარისკაცებმა გაიარონ უნივერსიტეტებში, საჯარო ლექციებზე, რომელსაც ეს უნივერსიტეტები, სავარაუდოდ, ჩაატარებენ სამხედრო ნაწილებში. ეს თანამშრომლობა არ უნდა იყოს ფრაგმენტული, ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს და საზოგადოების სრული სპექტრი და სეგმენტი მოიცვას, რათა ჯარი გახდეს ერთიანი ქართული საზოგადოების ნაწილი“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის სამინისტროს და მინისტრის ინიციატივებს დადებითად აფასებენ უნივერსიტეტების რექტორები. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ჯარისკაცების განათლების საკითხში ჩაერთონ და სამინისტროსთანაც აქტიური კომუნიკაცია შეინარჩუნონ.

„ქალბატონმა თინამ შემოგვთავაზა თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათგან ბევრი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. საკითხების სპექტრმა აჩვენა, რომ თავდაცვის სამინისტრო დიდი მონდომებითა და სერიოზულობით განიხილავს ჯარისკაცების განათლების საკითხს. ჯარში ინტელიგენციამ და უნივერსიტეტებმა უნდა ჩაატარონ ლექციები, სემინარები. შევთანხმდით, რომ ჩვენს შორის კომუნიკაცია იქნება და უაღრესად მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ.

„ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა. შევთანმხმიდით, რომ ერთად ვიმუშავებთ. ყველაზე სასიამოვნო იყო ის, რომ სამინისტროსა და ქალბატონი თინას მხრიდან ვიგრძენით მზაობა, რომ ქვეყანაში თავდაცვის სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი რამ უნდა გაკეთდეს. ჯარისკაცებისთვის მხოლოდ კარგი გაწვრთნა და შეიარაღება არ არის საკმარისი, მათ კარგი განათლებაც უნდა ჰქონდეთ,“- განაცხადა ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა ლელა ქელბაქიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42