„თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა მიუღებელია.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე ამბობს, ივანიშვილს ვერ მოუნელებია, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ მთავრობიდან საკუთარი ნებით წავიდნენ.
„ჩვენს დროს იყო მავთულხლართების გაბმა და ყოველ ასეთ ფაქტზე მძაფრი რეაქცია გვქონდა. ჩვენ ვადექით პრემიერმინისტრს თავზე და ვარეკინებდით მსოფლიო ლიდერებთან. ხელისუფლების სახე ვიყავით თავისუფალი დემოკრატები, დღევანდელი ხელისუფლების სახეა სოსო ჯაჭვლიანი," - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ბიძინა ივანიშვიმა „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში „თავისუფალი დემოკრატები“ გააკრიტიკა.
„ყველაზე საოცარი გახლავთ "თავისუფალი დემოკრატების" ორი მინისტრის განცხადებები. მათ დროსაც მოხდა ამის მსგავი. რა გააკეთეს? კონსტრუქციულობა, არგუმენტები და სინდისი არ უნდა დავივიწყოთ. პოლიტიკა იმისი კი არ არის, რომ სინდისი გავირეცხოთ და რაც მოგვესურვება იმაზე ვისაუბროთ. მთვრობა აკეთებს რაც შეუძლია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






