"კრედიტი ბოლოს როდის ავიღე აღარც მახსოვს"- ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა - 15:28, 24 Jul, 2015     4576
_ ბატონო ბიძინა თქვენ პირადად როდის იყავით ბანკში ბოლოს და როდის აიღეთ სესხი?

_ კრედიტი ბოლოს როდის ავიღე აღარც მახსოვს. როდესაც ბიზნესში ვიყავი აუცილებლად მექნებოდა კრედიტი. დღეს, პრინციპში, ბანკში არ დავდივარ, რადგან ტელეფონითაც შემიძლია ეს გავაკეთო და არა მარტო მე, როგორც შეძლებულმა ადამიანმა, ნებისმიერს შეუძლია ბანკში არ მივიდეს და ტელეფონით მიიღოს მომსახურება.

_ ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ამასთან შეხება და ვიცით როგორ უჭირთ ადამიანებს.. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ორი თვის პენსიის, სამი თვის დახმარების წინასწარ ასაღებად მიდის ბანკში იმისთვის, რომ შვილებს საჭმელი უყიდოს. ძნელია ადამიანს კონტრაქტის წაკითხვა მოსთხოვო მაშინ, როცა სახლში მშიერი შვილი ელოდება...,

_ ძალიან ვუთანაგრძობ ამ ადამიანებს, მაგრამ ერთი მეორეს არ ცვლის. არ არის სწორი აქცენტი გაკეთებული. სახლში რომ მშიერი შვილი გელოდება, რათქმაუნდა რთულია და საუბედუროდ, ბევრია ასეთი , მაგრამ ის რომ მას ხელშეკრულების წაკითხვის დრო არა აქვს ვერ დაგეთანხმებით. ამას სხვა პრობლემები აქვს _ ის რომ სამუშაო ადგილი არ შეუძლია იშოვოს ნორმალურად, ის რომ ბიზნესი , ეკომომიკა დაბალ დონეზეა. ძირითადი პრობლემა არის ის, რომ არ არის სამუშაო ადგილები, მაგრამ ეხლა ის არ თქვათ, რომ სამუშაო ადგილების არ ქონა ცალმხრივია. ამის პარალელურად საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ არ გვაქვს პროფესიები. განათლება და ეკონომიკა ერთ კონტექსტში განიხილება. ეს მთელ მსოფლიოში ასეა. ჩვენ გვაკლია განათლება, პროფესიონალიზმი და ეს არის მიზეზი, რომ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ეს პროცესია და მთავარია ჩვენ სწორი გზით ვიაროთ, _ განაცხადა ივანიშვილმა.


წყარო www.gurianews.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42