"ახალი პოლიტიკური ცენტრი" ინიციატივით გამოდის, რომ ელექტროენერგეტიკის სისტემა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს.
ამის შესახებ „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს განსხვავებული ტარიფების შემოღება წლის სხვადასხვა სეზონსა და დღის სხვადასხვა პერიოდში.
„ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც გაჭირვებულ მოსახლეობას ტვირთად დააწვება. თუ მთავრობის გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება უნდა გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ არ ამოიღოს იმდენი ფული, რამდენსაც იღებს კონკრეტულად ენერგეტიკის სისტემიდან და უარი თქვას საკუთარ ხარჯებზე. გასაკეთებელი არის ორი რამ. ერთი ეს არის ის, რომ ელექტროენერგეტიკის სისტემა უნდა გათავისუფლდეს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან და მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მოხდეს განსხვავებული ტარიფების შემოღება წლის სხვადასხვა სეზონსა და დღის სხვადასხვა პერიოდში, რასაც ე.წ. დიფერენცირებული სატარიფო პოლიტიკის შემოღება ჰქვია. ამ ორი ნაბიჯის გადადგმა გაზრდის ელექტროსისტემის საინვესტიციო მიმზიდველობას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






