გიორგი ღიბრაძე ამავდროულად კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და 13 ივნისის სტიქიის შემდეგ კრიზისების საბჭოს სახელით მართვდა ბრიფინგებს. ალექსანდრე რევია, მოადგილის თანამდებობის გარდა პარალელურად ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.
საბჭოს მდივნის სამი მოადგილის პოზიცია შემდეგ კანდიდატებზე გადანაწილდა: ალექსანდრე ჭიკაიძე, ლევან ღირსიაშვილი და კახა ოქროჯანაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების მიხედვით, საბჭოში მოქმედებს ექვსი დეპარტამენტი: საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი, შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტი, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი, თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი).
მასალის გამოყენების პირობები






