მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი და ეკონომიკური გუნდის მინისტრებს ხვდება.
შეხვედრაზე ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემის შემუშავებაზე მსჯელობენ. მთავრობის ადმინისტრაციას ენერგეტიკის მინისტრიც ესწრება.
როგორც პრემიერმა შეხვედრაზე განაცხადა, ტარიფებთან დაკავშირებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობას ტვირთად არ დააწვება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა, ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრებს დაავალა წარმოადგინონ სუბსიდირების საბოლოო ვარიანტი.
„დღეს საღამოს თუ არა ხვალ მაინც მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ სუბსიდირების ის სქემა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად შევიმუშავებთ. მოსახლეობამ ეს არ უნდა იგრძნოს საკუთარ ჯიბეზე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პირველ რიგში აქცენტს გავაკეთებთ განსაკუთრებით გაჭირვებულ მოსახლეობაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






