თინა ხიდაშელი: ეს კიევის პოზიციაა, თუ არცთუ მთლად ნორმალური ფსიქიკის მქონე გუბერნატორის?
პოლიტიკა - 21:04, 23 Jul, 2015     2664
თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის დელეგაცია, რომელსაც ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გარდა, შეხვედრები ჰქონდა ასევე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დროს თინა ხიდაშელი ეწვია ,,რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისს და ვრცელი ინტერვიუ მისცა საკვირაო პროგრამა „დაბრკოლების ზოლის“ ავტორს, კობა ლიკლიკაძეს.

თინა ხიდაშელმა უკრაინის ხელისუფლების მისამართით კითხვა დასვა, მას აინტერსევს ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმული კრიტიკული პოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ არის მხოლოდ მისი თუ ოფიციალური კიევის პოზიციაც.

,,მე არ ვიცი რა იყო პეტრო პოროშენკოს ამოცანა სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის დროს. ეს მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა. შეუძლიათ დანიშნონ რეგიონის გუბერნატორად ვინც სურთ - გიჟი და ნორმალური. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი და ჩემი ამოცანა. მე ვიზიარებ მწუხარებას იმ ფაქტების გამო რომელსაც ადგილი ექნება იქ, სააკაშვილის ქმედებებიდან გამომდინარე. მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილებაა. მთავარი სხვა რამეა, რაც მე მაწუხებს არა მხოლოდ როგორც მინისტრს, მაგრამ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს. მე მაქვს ძალიან სერიოზული კითხვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის პრეზიდენტთან, პრემიეთან და ხელისუფელბასთან. როცა მიხეილ სააკაშვილი აკეთებს განცხადებებს უკრაინული მედიისთვის, ქართული მედიისთვის, ბიბისისთვის... მან გააკეთა ძალიან კონკრეტული განცხადებები საქართველო ხელისუფლებასთან დაკავშირებით. როდესაც ის ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს მე როგორც საქართველოს ხელისუფლებას მაქვს კითხვა ჩემი მეგობარი, პერტნიორი ქვეყნის ხელისუფლებასთან - ეს არის მათი სახელმწიფოებრივი პოზიცია თუ ეს არის არც მთლად ნორმალური ფსიქიკის მქონე გუბერნატორის პოზიცია? ამ კითხვაზე პასუხი გულწრფელად მაინტერესებს. მე ვფიქრობ საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიღებს ამაზე პასუხს. ხელისუფლების წარმომადგენელი თავის თავს უფლებას აძლევს ასე მოიხსენიოს პერტნიორი ქვეყნის ხელისუფლება“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42