,,საქართველოს პრეზიდენტი გახლდათ საქართველოს საზოგადეობრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორი, რაც დღემდე მისი ბიოგრაფიის საამაყო ნაწილია. GIPA, პირველი ქართულ-ამერიკული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და მისი დიპლომით არა ერთი ადამიანი ამაყობს.
ნაციონალური მოძრაობის მხირადან ამგვარი განცხადებები უსაფუძვლოა და ემსახურება პრეზიდენტ მარგველაშვილის დისკრედიტაციის უსუსურ მცდელობას. შესაბამისად, ნათელია მათი ყოფილი მინისტრის, შაშკინის უპასუხისმგებლო და ცილისმწაბლური განცხადებების მიზანიც“ - აცხადებს გიორგი კვერენჩხილაძე.
შეგახსენებთ, რომ GIPA-ს სტუდენტები, რომლებმაც 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამა 1994-2005 წლებში გაიარეს დიპლომის აღიარებას ელოდებიან. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთ მაგისტრანტს, რომელსაც სწავლის გაგრძელება დოქტურანტურაში სურდა განუცხადეს, რომ მისთვის ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან განათლების სამინისტრო GIPA-ს სამაგისტრო პროგრამას, რომელიც 1994-2005 წლებში 1 წლიანი იყო, არ ცნობს.
როგორც „ნიუპოსტს“ GIPA-ს ვიცე-რექტორმა ლევან სამადაშვილმა განუცხადა, აღნიშნული საკითხის გადატანა გლობალურ ჭრილში საჭირო არ არის, მისივე განცხადებით, საკითხი არ დგას ისე, რომ უნივერსიტეტის მიერ რომელიმე წელს გაცემული დიპლომები ეჭვის ქვეშ იდგეს. გაუგებრობა უწოდა საკითხს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იმედი გამოთქვა, რომ პრობელმა გადაჭრილი იქნება. ,,ნიუპოსტი“ ასევე დაუკავშირდა განათლების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს რომელმაც განაცხადა, რომ ჯერ კიდევ მისი მინისტრობის დროს არსებობდა იურიდიული ხარვეზები, რომელიც უნივერსიტეტის აკრედიატაცია ავტორიცაზიის პროცესს აფერხებდა, შაშინის თქმით, მაშინდელი განათლების სამინისტროს იურიდიული სამსახური, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას თავად შეეცადა. ,,ეს იყო მოსალოდნელი და ჩვენ ვაფრთხილებდით GIPA-ს რექტორს, მაშინ ბატონი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მენეჯმენტი არაფერს აკეთებდა, ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს, რომ სტუდენტთა უფლებები არ შელახულიყო. მაშინ ჩემი დავალებით, იურიდიულმა დეპარტამენტმა მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი 2012 წელს, რომელიც უნდა შესულიყო პარლამენტში და მოაგვარებდა ამ პრობლემას“ - აცხადებდა შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






