ექსპრემიერი ბიძინა მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქცია სწორია.
ამის შესახებ მან „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აღმაშფოთებელია, ის რასაც აკეთებს მეზობელი სახელმწიფო. თუმცა ექსპრემიერს უჭირს სახელი დაარქვას რუსეთის ქმედებას.
„ბოლომდეც ვერ ამიხსნია ეს დაშინების პოლიტიკაა თუ რა არის. 200 - 300 მეტრის გადმოწევით კოლოსალურად ვერავინ გამდიდრდება, მაგრამ ეს არის უაღრესად მძიმე და დანაშეულბრივი პროვოკაცია. მთვრობა ამაზე აკეთებს ადეკვატურ რეაგირებებს. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. ისინი აკეთებენ ყველაფერს. ყველაზე საოცარი გახლავთ "თავისუფალი დემოკრატების" ორი მინისტრის განცხადებები. მათ დროსაც მოხდა ამის მსგავი. რა გააკეთეს? კონსტრუქციულობა, არგუმენტები და სინდისი არ უნდა დავივიწყოთ. პოლიტიკა იმისი კი არ არის, რომ სინდისი გავირეცხოთ და რაც მოგვესურვება იმაზე ვისაუბროთ. მთვრობა აკეთებს რაც შეუძლია. შეიძლება ოდნავ მეტიც შეიძლება. ახლა ყველაზე მეტი კრიტიკოსები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. მათ გააკეთეს სწორედ ეს უბდურება, მათ დაგვიტოვეს ეს ყველაფერი. რომ არ არა მათი გაუგებარი და უაზრო ქმედებები, როგორც საბავშო ბაღის აღსაზრდელებივით, მსგავი სისულებები აკეთეს და რაც არ შეეძლოთ იქ რომ გაიქაჩნენ, სწორედ მივიღეთ, ის რაც მივიღეთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






