ენერგეტიკის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ელექტროენერგიის ტარიფმა თბილისშიც მოიმატოს.
ამის შესახებ კახი კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სემეკს ტარიფის გადახედვის თხოვნით „თელასმაც“ მიმართა და გამომდინარე იქიდან, რომ შესასყიდი ელექტროენერგია ყველასთვის ერთია, ტარიფის გაზრდა მოსალოდნელია.
„ვვარაუდობთ, რომ ანალოგიურად მოხდება გაზრდა თბილისშიც... ეს არის ძირითადად ის ელექტროენერგია, რომელიც შემოდის უცხოეთიდან. ამიტომ ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლოთ ქარის სადგურების პროექტების განხორციელება და ჰიდროელექტროსადგურების აშენება. ეს იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ არ ვიყოთ ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე“, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






