პარლამენტს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნით - აბაშიშვილი
პოლიტიკა - 17:23, 23 Jul, 2015     1096
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გუშინ ხელმოსაწერად შემოვიდა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას.

საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით არა ერთხელ გამოთქმულა ნეგატიური პოზიცია, პირველ რიგში პროცესზე თუ როგორ განვითარდა და მოხდა აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება, ასევე როგორ გრძელდებოდა ეს პროცესი. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც იყო ასოცირების დღის წესრიგის დარღვევა და შესაბამისად საქართველოს მთავრობის განკარგულების დარღვევა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერდა ხელს.

ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი პროფესიული არგუმენტი, თუ რატომ ხდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკიდან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ წარმატებულად შეფასებული საბანკო ზედამხედველობის გამოყოფა.

დღეს როდესაც, უკვე მესამე მოსმენით მიღებულ ჩვენთვის ხელმოსაწერად გადმოცემულ კანონსპროექტს ვეცნობით ნათლად ჩანს, რომ ჩვენს მიერ დასმული კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. პრეზიდენტის დავალებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით მიმდინარე პროცესს და ყველა შესაბამის ეტაპზე ძალიან ღიად ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას. დღესაც ვაცხადებ, რომ კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.

საქართველოს პრეზიდენტი წარმოდგენილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს. ჩვენთვის წარმოდგენილ კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნების კანონპროექტის სახით ჩამოსაყალიბებლად, შემუშავდა კანონპროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც მოტივირებული შენიშვნების სახით უნდა გაეგზავნოს პარლამენტს. აღნიშნული სამუშაო ვერსია შეიქმნა სავალუტო ფონდის ორი პროგრამის „Safeguard“-ისა და „FSAP“-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

პრეზიდენტის დავალებით ვიწყებ ათდღიან პროცესს, რომ ვაწარმოო შესაბამისი კონსულტაციები ხსენებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით. ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის 2.5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, დოკუმენტს ვუგზავნი ევროკავშირის წარმომადგენლობას, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომელთა მოსაზრებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კანონპროექტის სამუშაო ვერსია ეგზავნება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების, აზიის განვითარებისა და მსოფლიო ბანკებსაც.

ასევე, ათი დღის განმავლობაში გავმართავ კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ეკონომიკის ექსპერტებთან, ეს არიან ჯგუფები, რომლებიც ყველაზე ნეგატიურად აფიქსირებდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლბოაში განსახორციელებელ ცვლილებებს. პროცესის დასასრულს, მომდევნო კვირაში საქართველოს ეროვნულ ბანკში გავმართავ შეხვედრას ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს საბჭოს წევრებთან“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42