,,ჩემი მინისტრობის დროს ვაფრთხილებდით GIPA-ს ხელმძღვანელობას“ - დიმიტრი შაშკინი დეტალებზე საუბრობს
პოლიტიკა - 17:13, 23 Jul, 2015     4204
GIPA-ს სტუდენტები, რომლებმაც 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამა 1994-2005 წლებში გაიარეს დიპლომის აღიარებას ელოდებიან. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთ მაგისტრანტს, რომელსაც სწავლის გაგრძელება დოქტურანტურაში სურდა განუცხადეს, რომ მისთვის ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან განათლების სამინისტრო GIPA-ს სამაგისტრო პროგრამას, რომელიც 1994-2005 წლებში 1 წლიანი იყო, არ ცნობს.

რატომ მოხდა კანონთან შეუსაბამობა და რატომ არ გაითვალისწინა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ კანონის სავალდებულო ნორმა.

როგორც „ნიუპოსტს“GIPA-ს ვიცე-რექტორმა ლევან სამადაშვილმა განუცხადა, აღნიშნული საკითხის გადატანა გლობალურ ჭრილში საჭირო არ არის, მისივე განცხადებით, საკითხი არ დგას ისე, რომ უნივერსიტეტის მიერ რომელიმე წელს გაცემული დიპლომები ეჭვის ქვეშ იდგეს.

,,ნიუპსოტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ GIPA-ს მენეჯმენტის პრობლემა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა. არსებობდა იურიდიული ხარვეზები, რომელიც უნივერსიტეტის აკრედიატაცია ავტორიცაზიის პროცესს აფერხებდა, თუმცა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მაშინდელი განათლების სამინისტროს იურიდიული სამსახური, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას თავად შეეცადა. რატომ არ განხორციელდა წინა ხელისუფლების მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც განათლების შესახებ კანონში ცვლილებას გულისხმობდა და რა მთავარი პრობლემები არსებობდა GIPA-ს ირგვლივ, რამაც დღეს უნივერსიტეტის მაგისტრატურა დამთავრებულ სტუდენტებს პრობლემები შეუქმნა. ამის შესახენ ,,ნიუპოსტის“ განათლების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა.

_სამწუხაროდ მე არ გამიკვირდა, რომ ეს პრობლემა წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ GIPA-ს ძალიან კარგი ლექტორები ყავს და საკმაოდ მაღალ ცოდნის დონეს იღებენ ბავშვები, ამ უნივერსიტეტის პრობლემა ყოველთვის იყო სუსტი მენეჯმენტი. სიმბოლურიც არის, რომ ყოფილი რექტორი განათლების მინისტრი იყო და ყოფილი ბუღალტერი ეხლაც ხელმძღვანელობს განათლების უწყებას. ადამიანებმა, რომლებმაც ვერ დაალაგა მენეჯმენტი ერთ სასწავლებელში, ეხლა ხელმძღვანელობს მთელ სისტემას.

_უფრო კონკრეტულად პრობლემა რაშია?

_როდესაც დადგა საკითხი GIPA-ს ავტორიზაციის და აკრედიტაციის, რაც კანონით იყო გათვალისწინებული, დამოუკიდებლემა კომისიამ, რომელიც ამ საკითხზე მუშაობდა, გამოავლინა ძალიან ბევრი დარღვევა. მაშინ ჩემი პირადი თხოვნით, მთელი ჩვენი იურიდიული სამსახური იყო გადართული იმაზე, რომ დახმარებოდნენ GIPA-ს და მოეგვარებინათ ის ხარვეზები რომელიც იყო და თუ ვინმეს ნამუსი აქვს შერჩენილი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, ჩემს სიტყვებს დაადასტურებს, რომ ძალიან სუსტი მენეჯმენტის და დაშვებული შეცდომების გამო კანონით თვალსაზრისით პრობლემები იყო რეგულაციების თვალსაზრისით. მაგრამ ეს იყო გამოსწორებული.

_რაში გამოიხატებოდა ეს დარღვევები?

_იქ იყო პრობლემა, რომელიც ითვალისწინებდა საკანონმდებლო ცვლილებებს. კერძოდ კი, საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს უნივერსიტეტებს არეგულირებს პარლამენტის მიერ მიღებული ,,კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“. ამის მიხედვით მაგისტრატურა არის 2-წლიანი. GIPA დიდი ხნის განმავლობაში მაგისტრატურაში სწავლას ახორციელებდა ერთი წლის განმავლობაში. ზუსტად იმ სტუდენტებს, რომლებიც 2 წლის ნაცვლად სწავლობდნენ ერთი წელი, ახლა შეექმნათ პრობლემები ამ დიპლომებთან დაკავშირებით. ეს იყო მოსალოდნელი და ჩვენ ვაფრთხილებდით GIPA-ს რექტორს, მაშინ ბატონი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მენეჯმენტი არაფერს აკეთებდა, ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს, რომ სტუდენტთა უფლებები არ შელახულიყო. მაშინ ჩემი დავალებით, იურიდიულმა დეპარტამენტმა მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი 2012 წელს, რომელიც უნდა შესულიყო პარლამენტში და მოაგვარებდა ამ პრობლემას. შემდეგ იყო არჩევნები. ახალმა მინისტრმა მარგველაშვილმა და მისმა ბუღალტერმა სანიკიძემ გაყარა ეს იურისტები სამასხურიდან, შეკრიბეს თავისი ნათესავები და სრულიად არაპროფესიონალი ხალხი, ეს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ამ პრობლემას აგვარებდა, ბუნებრივია რომელიღაც უჯრაში დაიკარგა და დღეს კვლავ იჩინა თავი ამ პრობლემამ, როცა ადამიანებს დასჭირდათ კონკრეტული დოკუმენტების აღიარება. ეს არის სამწუხარო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება არაპროფესიონალიზმით ათასობით ადამიანს შეუქმნა პრობლემა არაფრის გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას დაავიწყდა, რომ არსებობდა საკანონმდებლო ინიციატივები.

დღეს სანიკიძე ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს ავტორიზაციის ცენტრს, რომელმაც უარი თქვა ამ ბავშვების დიპლომების აღიარებაზე, ეს არის დომხალი, GIPA-ს მთავარი ბუღალტერი, რომელიც არის მინისტრი, მისი მოადგილე მისივე პერიოდში გაცემული დიპლომების აღიარებაზე უარს ამბობს.

_მინისტრმა განაცხადა, რომ საკითხი აუცილებლად მოგვარდება. სანიკიძემ პრობლემას გაუგებრობა უწოდა.

_რა თქმა უნდა, ეხლა დაიწყეს რეკვა იმ იურისტებთან, რომლებიც სამსახურიდან გაყარეს, ვისაც ახსოვს რა და როგორ კეთდებოდა. დღეს ეძებენ ამ ხალხს. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ორმა ადამიანმა, რომელმაც უნივერსიტეტის მენეჯმენტი ვერ ააწყო, დღეს განათლების სისტემას ხელმძღვანელობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42