„სამართლიანმა არჩევნებმა“ მხოლოდ 33 ოჯახის გამოკითხვა შეძლო, რადგან სხვა დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია მერიის ვებპორტალზე არ იყო სრულყოფილი, ან ოჯახები უკვე გადასულები იყვნენ მუდმივ საცხოვრებლებში.
„სამართლიანი არჩევნები“ დადებითად აფასებს, რომ დაზარალებულები სტიქიის შემდეგ დროულად გადაიყვანეს დროებით საცხოვრებელში (სასტუმროებსა და საცხოვრებელ ბინებში) და ამ დრომდე უზრუნველყოფილები არიან ღირსეული საცხოვრებელი პირობებით; დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფომ სტიქიის დღეებში აღმოუჩინა დროული სამედიცინო დახმარება; დაზარალებული პირები უზრუნველყოფილები არიან საკვები პროდუქტებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, ჰიგიენური საშუალებებით, ტანსაცმლით, ა.შ.
ინტერვიუების დროს გამოიკვეთა, რომ სასტუმროებში მცხოვრებ ოჯახების ნაწილს არ სურთ ქირით გადასვლა და სახელმწიფოს შემოთავებაზე იმ მიზეზით ამბობენ უარს, რომ არ აკმაყოფილებთ შემოთავაზებული ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, ქირის გადამხდელად დაფიქსირებულია ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შესაბამისი ადმინისტაციული ორგანო ანგარიშზე ყოველთვიურად ურიცხავს ბინის ქირისთვის განკუთვნილ თანხას. ხელშეკრულებაში არსად ფიგურირებს ადგილობრივი ხელისუფლება, რაც, როგორც დაზარალებულს, ასევე გამქირავებელს უქმნის უნდობლობის განცდას ქირის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დაზარალებულებს აქვთ შიში, რომ სასტუმროდან საცხოვრებელ ბინაში ქირით გადასვლის შემთხვევაში გაჭიანურდება მათი მუდმივი საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი.
გარკვეულ შემთხვევებში სირთულეს წარმოადგენს დაზარალებულების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, კერძოდ მერიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისთვის დაწესებული ერთთვიანი ვადა. ერთ-ერთი დაზარალებული აღნიშნავდა, რომ ორი კვირაა წამლებს ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები






