„ვიცით, რომ დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, რომელიც დამოუკიდებელი ორგანოა, განიხილავს სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების საკითხს. გვესმის, რომ ეს გამოწვეულია იმ რეალობით, რომელიც შექმნილია რეგიონში და მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც. თუ ტარიფი დაკორექტირდება და აიწევს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს და აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს ხელისუფლებას შევახსენო, რომ ჩვენ მართლაც საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ სოციალურად ორიენტირებული ხელისუფლება. ამ 3 წლის განმავლობაში, მოსახლეობის სოციალურად დაცვისთვის გავაკეთეთ და ვაკეთებთ ძალიან ბევრს. ჯანდაცვის პროექტზე უკვე დავხარჯეთ 5 მილიარდ 370 მილიონი ლარი. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 400 მილიონი ლარი, განათლების მიმართულებით 175 მილიონი ლარი. ასევე, დევნილთა სოციალური პროექტებისთვის 100 მილიონი ლარი. "- განაცხადა ღარიბაშვილმა
პრემიერმა ფინანსთა, ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრებს დღის ბოლომდე სუბსიდირების საბოლოო ვარიანტის წარმოდგენა დაავალა.
მასალის გამოყენების პირობები






