"მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ქართული დანაყოფის მიმართ, რომლებიც "მტკიცე მხარდაჭერის" შტაბბინის ძალთა დაცვის ამოცანებს ასრულებენ. მათი წვლილი ავღანეთში არსებული მთავარი ბაზის დაცვასა და მხარდაჭერაში შეუფასებელია. ქართული ასეულის ჩამოსვლის შემდეგ, მე მქონდა შესაძლებლობა მენახა მათი საქმისადმი დამოკიდებულება და ერთგულება. ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, დანაყოფმა ეფექტურად გაუწია ორგანიზება ათეულობით სწავლებას და საუკეთესო ლიდერული თვისებები გამოავლინა. ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არიან და ძალისხმევას არ იშურებენ საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად. ასეული წარმოუდგენლად ეფექტურად ასრულებს მათზე დაკისრებულ ამოცანებს კოალიციურ სარდლობასთან კოორდინაციაში. ქართული დანაყოფის ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დანაყოფში არსებული მაღალი დისციპლინაა. კაპიტან ჯალაღონიასა და მისი ასეულის მიერ ჩატარებული სამუშაოები, თავდადება, ჟინი და პროფესიონალიზმი უფრო მეტად ამტკიცებს თქვენი ქვეყნის პოზიტიურ რეპუტაციას," - აღნიშნულია "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლის მოადგილის პაოლო რუგიეროს წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






