IQ ტესტი დეპუტატებისთვის - "გუშინდელის შემდეგ..."
სოც.მედია - 11:11, 23 Jul, 2015     3266
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პარლამენტში გუშინ განვითარებული მოვლენების გამო, დეპუტატების მიერ IQ ტესტის გავლის საჭიროებაზე საუბრობს და სოციალურ ქსელში იმ მარტივ კითხვებს აქვეყნებს, რომელსაც კანონმდებლებმა პასუხი უნდა გასცენ:

„გუშინდელის შემდეგ დეპუტატებისთვის აიქიუ ტესტი შევადგინე. აბა ნახეთ და იქნებ რამე დაუმატოთ:


კითხვა 1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ 5 ვაშლი. მაშ ასე, რამდენი ვაშლი გაქვთ თქვენ?
სწორი პასუხის ვარიანტები:

1. მაქვს 4 ვაშლი (ერთი მასონებმა შემიჭამეს)
2. მაქვს 7 ვაშლი (3 ჩამიდო მოწინააღმდეგე პარტიამ. ხუთს პლიუს სამი ხო შვიდია...)
3. მაქვს 5 ვაშლი (ასე მკარნახობს ვიღაც უკნიდან)
4. მაქვს ნახევარი ვაშლი (შევამოწმე და ვაშლი არ მაქვს, ტელეფონი მაქვს და ჩაკბეჩილი ვაშლი ახატია)

კითხვა 2. საიდან მოდის წვიმა?
სწორი პასუხის ვარიანტები:
1. დეპუტატი ვარ და მაგისთვის არ მცალია
2. სოლოლაკიდან
3. ოდესიდან
4. ზემოდან


კითხვა 3. რომელ კონტინენტზე მდებარეობს საქართველო?
სწორი პასუხის ვარიანტები:
1. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია სამშობლოსთვის მიცემს გული
2. არ გვინდა ჩვენ არც ამერიკა და არც რუსეთი
3. ევრაზიის
4. ევროკავშირის


კითხვა 4. რა არის ნატო?
სწორი პასუხის ვარიანტები:
1. ნატო ისაა 37 მანეთი რო არ ყოფნის და სტენკას რო დგამს
2. მაპი რო ჭირდება
3. ნუ მინგრევ ოჯახს
4. კაი ახლა, ტყემალი გამაქვს რუსეთში და დამანებე თავი


კითხვა 5. რამდენი ხნით ხართ არჩეული პარლამენტში?
სწორი პასუხის ვარიანტები:
1. რამდენითაც უფროსი მეტყვის
2. 9 წელი რომ იყვნენ იგინი მაგის გამოსწორებას ერთი ამდენი მაინც ხო უნდა
3. როგორც კანონში წერია (რო ჩავიხედავ გეტყვი)
4. არჩეული არა ისა, მე ხო ვიცი როგორც მოვხვდი აქ“- წერს თორნიკე შარაშენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42