„ბოლო შეხვედრაზე რომელიც ჟენევაში 1 ივლისს გაიმართა წამოიჭრა საკითხი, რომ შესაძლებელია დამატებითი შეხვედრები ორმხრივ ფორმატში კონკრეტულ საკითხებზე, მაგალითად კულტურულ მემკვიდრეობაზე, უგზოუკვლოდ დაკარგულ პირებზე, ყველამ მხარი დაუჭირა ამ წინადადებას, მეც ვფიქრობ რომ ეს საინტერესო ინიციატივაა. თუ პირდაპირი დიალოგის საკითხი დადგება წამოიჭრება ორი საკითხი, პირველი რა სტატუსი ექნებათ მხარეებს. მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული აფხაზეთისა და საქართველოს დელეგაციების სტატუსი. ესეც ცალკე მოლაპარაკების თემაა და მეორე რაზე უნდა ვისაუბროთ. ასე მარტივადაც არაა საქმე. სტატუსის საკიტხი ქართველებისთვის კოშმარის ტოლფასია, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არ გამოვრიცხავტ პირდაპირ დიალოგს საქართველოსთან. შესაძლოა გარკვეულ ეტაპზე ეს აუცილებელიც გახდეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს და მატი პარტნიორების დარწმუნება, რომ არ არსებობს უკან დახევის შანსი. აფხაზეთმა აირჩია დამოკიდებლობის გზა. ის არის და დარჩება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. შეგვიძლია ურთიერთობა გავაუმჯობესოთ, როგორც მეზობლებმა“- განაცხადა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
მასალის გამოყენების პირობები






