„იმიტომ არ ვწერ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ან რომელიმე პარტიის წევრი არ ვარ, უბრალოდ აღშფოთებას ვერ ვმალავ სოსო ჯაჭვლიანის დღევანდელი გამოსვლის გამო და სულ არ მეცინება ! მის მიერ წარმოთქმული თითოეული წინადადების გამო, მე როგორც ადამიანის უფლებათა დამცველმა, გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლმა და თუნდაც როგორც საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, საოცრად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. დიდი იმედი მაქვს, რომ იგი გაათვიცნობიერებს მისი გამოსვლის შინაარს და სულ მცირე ბოდიშს მაინც მოუხდის ამომრჩეველს.“- წერს სოფო ჯაფარიძე.
შეგახსნებთ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და კოლეგებს „იბიარდის“ ფორუმის განსხვავებული ახსნა შესთავაზა და ქალებთან მისი ისტორიების შესახებ უამბო.
"მინდა მოგახსენოთ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გვენატრება რუსეთი... კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ გვენატრება 37-მანეთიანი ბილეთები და 10-მანეთიანი ბოზები. ბატონო კაკო, ის 37 მანეთი ჩემთვის მაშინაც და ახლაც 500-ევროიანი იყო, მსყიდველობით ვანგარიშობ. მე ბოზებში არასოდეს დავდიოდი არც მაშინ და არც ახლა, 10 მანეთის გადახდა ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, მე 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის თუ ვინმე ლამაზი ცნობილი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან მაქვს ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა ძალიან გაწუხებთ ასეთი საკითხები. აი, მაგალითად ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ მან ბრძანა, პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? მე იბიარდზე ვერასოდეს ვიქნები, მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ იბიარდზე 10 წლის განმავლობაში. ეს იბიარდობა ეტყობა ქვეყანას, ამიტომ, ნა-იბიარდ-ები ქვეყნის სტაგნაციიდან გამოყვანა ძალიან ძნელია და ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.

მასალის გამოყენების პირობები






