დავით უსუფაშვილი ნატოს სათაო ოფისში შეხვედრებს მართავს
პოლიტიკა - 19:22, 22 Jul, 2015     1175
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, ნატოს სათაო ოფისში შეხვედრებს მართავს.

2015 წლის 22 ივლისს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მონაწილეობით.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკთხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ რეფორმებში მიღწეული პროგრესი. მათ მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის ოპერაციებში მონაწილეობით.

მუდმივმა წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და აღნიშნეს, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. წევრმა ქვეყნებმა ასევე მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიური მონაწილება მიიღონ და წვლილი შეიტანონ უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს წევრობისთვის მომზადებას უწყობს ხელს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს ურყევი ნებაა და ამაზე ქართული პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილი და ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია მორიგებულია. მისი თქმით, ქართულ მხარეს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ნატოს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით და ეს შეეხება, როგორც დემოკრატიულ, ინსტიტუციურ რეფორმებს, ასევე სამხედრო კომპონენტს. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველო ადასტურებს თავის მზადყოფნას მაპის მისაღებად.

შეხვედრისას განხილულ იქნა რუსეთს ფედერაციის ბოლოდროინდელი ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ კერძოდ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო რეჟიმებთან რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერით და ე.წ. “ბორდერიზაციის” პროცესის გაგრძელებით წარმოქმნილი საფრთხეები და გამოწვევები. მოკავშირეებმა შეშფოთება გამოთქვეს მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული, არალეგიტიმური და უკანონო პოლიტიკის გამო. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება.

„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ასევე, „ნატო“-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა სრულიად ცალსახად დაგმეს ის მოვლენები, რაც ბოლო ხანებში განვითარდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებულნი მიმდინარე მოვლენების შესახებ, ჩვენი, საქართველოს მისია „ნატო“-ს შტაბ-ბინაში ძალიან აქტიურად მუშაობს და სრულიად თვალსაჩინო იყო, რომ ყველა საქმის კურსშია ამ ყველაფრის. მათი პოზიცია არის ძალიან მყარი, ეს საჯაროდაც გამოხატეს, რომ ისინი გმობენ ამდაგვარ მოვლენებს, ისევე, როგორც აფხაზეთთან, ცხინვალთან დადებულ ე.წ. სათანამშრომლო ხელშეკრულებებს რუსეთის მხრიდან და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების პოზიციას იმის შესახებ, რომ ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, არ უნდა აღმოვჩნდეთ ემოციების ტყვეობაში იმიტომ, რომ ეს იქნება მოწინააღმდეგის, მტრის წისქვილზე წყლის დასხმა. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ხაზი და ეს არის მათი ძალიან დაბეჯითებით რეკომენდაცია, რომ არათუ ინიციატორი ვიყოთ დამატებით დაძაბულობის, არამედ არ ავყვეთ პროვოკაციებს. ეს არის სწორი გზა იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ვართ; ეს არის სწორედ იქით მიმავალი, რომ მოგვარდეს ეს პრობლემები და არ აღმოვჩნდეთ ახალ პრობლემებში ჩათრეული “ - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ნატო-საქართველოს კომისიის გამართვამდე შედგა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდრ ვერშბოუსთან. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42