საქართველოს პარლამენტმა ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 83 ხმით მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა ოპოზიციას არ მიუღია.
გომელაური სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მუშაობას 1 აგვისტოდან შეუდგება.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტროში საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდა.
რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურს, ის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება და ფუნქციონირებას პირველი აგვისტოდან დაიწყებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ორი მთავარი ფუნქცია განესაზღვრა – მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება, ასევე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკების და გამოწვევების ანალიზი.
მასალის გამოყენების პირობები






