ბურჯანაზე კრემლთან მუშაობის გაგრძელებას აანონსებს
პოლიტიკა - 14:50, 22 Jul, 2015     1617
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში მისი ვიზიტის შემდგომ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და იმ შედეგებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით რუსეთში მისი შეხვედრების შემდეგ იქნა მიღწეული. ნინო ბურჯანაძის თქმით ხელისუფლებას არ ყოფნის გამბედაობა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს:

„მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ჩემი ვიზიტის შემდეგ მიღწეული იქნა ძალიან სერიოზული წარმატება და ძალიან სერიოზული გარღვევა. დაწყებული იმით, რომ რუსულმა მხარემ პირველად განაცხადა, იმის შესახებ რომ არ არის არცერთი დახურული თემა, ანუ მათ შორის აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა და ყველა თემაზე მზად არიან სასაუბროდ, ოღონდ არცერთხელ ეს არცერთ ხელისუფლებას არ გამოუყენებია, როგორც არ გამოუყენებია ილორის წმინდა გიორგის გადარჩენის შესაძლებლობა.“- განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ მისთვის გულსატკენია, ის რომ საქართველოს ხელისუფლება მის შეთავაზებას შეხვედრასტან დაკავშირებით არ გამოეხმაურა. ბურჯანაძის განცხადებით ის ხელისუფლებისთვის იმ ინფორმაციის და მზაობის გადაცემას აპირებსა, რომელიც მან რუსეთის ხელისუფლებისგან მიიღო.

ბურჯანაძის თქმით, ერთ-ერთი შეხვედრის დროს მისი თანდასწრებით იქნა განკარგულება გაცემული, რომ განუზომლად გამარტივდეს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოსახლეობისთვის და ამავდროულად რუსულ ბაზარზე გამავალი პროდუქციის ჩამონათვალი გაფართოვდეს.

„მე გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას და როგორც კი მოვალ ხელისუფლებაში ამ შექმნილ ბაზისს გამოვიყენებ, რომ გარდატეხა შევიტანო რუსულ ქართულ ურთიერთობაში.“- განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით რუსმა მაღალჩინოსნებმა მასთან შეხვედრისას მზადყოფნა გამოთქვეს შეხვდნენ კოლეგა ქართველ მაღალჩინოსნებს, როგორც საქართველოში ასევე მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42