სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილმა ვახტანგ გომელაურმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
გომელაურის თქმით, ყველა ე.წ კანონიერი ქურდი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა დაკავებულია და მათი დაკავება კანონის სრული დაცით მოხდა. მისივე განცხადებით, ე.წ კანონიერი ქურდი „რემენას“ საქართველოში შემოსვლის და გასვლის ფაქტი არ მომხდარა და ასეთი რამ მონაცემტა ბაზაში არ ფიქსირდება.
„ვერ დავადასტურებ იმას, რომ „რემენა“ შემოვიდა და გავიდა. სამი ქურდი შემოვიდა და ისინი ჩვენ დავაკავეთ. ეს ადამიანები დღეს სასჯელს იხდიან. მე შემიძლია წარმოვადგინო სია 2008 წლიდან 2012 წლამდე, რომლის მიხედვითაც 11 ქურდი შემოვიდა საქართველოში, ეს დაფიქსირებულია საბაჟოზეც და საზღვარზეც. ზოგმა მათგანმა ნახევარ საათში დატოვა საქართველო, ზოგმა დღენახევარში და ზოგმა 27 საათში. ზოგი მათგანი აეროპორტიდანაც არ გამოსულა და იქიდანვე გაუშვეს. ეს ხდება – შემოდის ქურდი, შეიძლება კანონიდან გამომდინარე ვერ დააკავო, თქვას "არა ვარ ქურდი" და მას კანონიდან გამომდინარე, ვერ დააკავებ, მან შეიძლება ქვეყანა დატოვოს. ეს ხდებოდა. ჩვენს დროს ვინც შემოვიდა, ყველა იქნა დაკავებული. შემოსული და აქ დარჩენილი არავინაა",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






