„მესამე წელი ეკონომიკურ სტაბილურობას რაც შეეხება, მე რაზეც ვსაუბრობდი და რაც მქონდა მხედველობაში, მე რომ ვთქვი ყველა ჯიბეს დაეტყობა ეს წამოცდენაა და არ არის გააზრებული. ეს არ მოდიოდა ჩემს ეთიმოლოგიაში, რომ ყველა ჯიბეს დაეტყობოდა. ვეღარ მოვახერხე გადამოწმება ამის. ესეც კი მითქვამს სადღაც და, რა თქმა უნდა, არაკორექტული ვიყავი, როდესაც ეს ვთქვი. რადგანაც ეკონომიკურად შეუძლებელია მესამე წელს მოსახლეობის ჯიბეს დაემჩნეს ეკონომიკური აღმასვლა. ეს ერთჯერ შეიძლება ვთქვი, მეტჯერ არ მითქვამს. ვერ ნახავთ მაგას. ეგეც გადასამოწმებელი მაქვს, ტაბულამ აღმოაჩინა და ვერ მოვიცალე, რომ გადამემოწმებინა, იმდენად ჩემი არაა. რამეთუ მე კარგად ვიცი, მე რას ვგულისხმობდი. ეკონომიკა მე ვიცი და ვიცი, რა დრო სჭირდება, რომ ევროპული ტიპის ეკონომიკა მივიღოთ “- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის შეფასებით რეალურად, უმუშევრობა იმაზე მეტია, ვიდრე სტატისტიკა წერს.
„რამეთუ ღარიბი გლეხური მეურნეობა, რომლებიც არიან საკუთარი მეურნეობით, მათ დასაქმებულებში მიიჩნევენ. მათი შემოსავალი არის ძალიან მწირი და საკამათოა, რამდენად დასაქმებულებად შეიძლება ისინი ჩავთვალოთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






