სუს-ის უფროსის პოსტზე წარდგენილი ვახტანგ გომელაური აბსურდულს უწოდებს ინფორმაციას, რომ სუს-ის მაღალჩნოსანმა რუსეთში მნიშვნელოვანი დოკუმენტები გაიტანა.
ამის შესახებ გომელაურიმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
"გავრცელდა ჭორი, რომ თანამშრომელმა გადაიტანა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე თუ მსგავსი რაღაც. ინფორმაციას არ ვადასტურებ და ეს აბსურდია. მართალიც რომ იყოს ჩვენ ასე ღია ეთერში არ უნდა ვსაუბრობდეთ, ის ადამიანი გადავიდა, გადავგზავნეთ თუ რა გააკეთა“, - აღნიშნა გომელაურმა.
შეგახსენებთ, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი - ქართველიშვილი ოკუპირებული ტერიტორიის გავლით, ახალგორის მხრიდან რუსეთში გადავიდა და ამჟამად მოსკოვში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი ოკუპირებულ ტერიტორიამდე ტაქსით მივიდა და ქართველი სამართალდამცავების და საოკუპაციო ხაზი სამსახურეობრივი საბუთის ჩვენების შემდეგ გადალახა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე ამბობს, ქართველიშვი 2008 წელს სამსახურიდან იმიტომ გააგდეს, რომ ის დარწმუნებული იყო რუსების მიერ თბილისის აღებით და სიხარულს ვერ მალავდა.
მასალის გამოყენების პირობები






