ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ იმ პრობლემაზე, რასაც არაპროგნოზირებადი მეზობელი ჰქვია - კალაძე
პოლიტიკა - 13:01, 22 Jul, 2015     939
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ფეხდაფეხ მიყვება საერთაშორისო თანამეგობრობას იმ პოლიტიკის გატარებაში, რომელსაც რუსეთთან მიმართებაში აწარმოებენ.

კალაძის თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის გზავნილი 2008 წელს ოკუპაციის შემდგომ გაჩენილ სადემარკაციო ხაზთან მომხდარი პროვოკაციების შესახებ უაღრესად მნიშვნელოვანია.

ვიცე-პრემიერმა ეს განცხადება დონალდ ტუსკის მიერ საქართველოში ვიზიტისას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული გზავნილების შეფასებისას გააკეთა.

„თავისი ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მსვლელობისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბატონი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა დე ფაქტო საზღვართან დაკავშირებულ მოვლენებს. ჩვენთვის, ევროინტეგრაციის ამ ეტაპზე, უაღრესად მნიშვნელოვანია მისი გზავნილი 2008 წელს ოკუპაციის შემდგომ გაჩენილ სადემარკაციო ხაზთან მომხდარი პროვოკაციების შესახებ. მაღალი შეფასების საფუძველი გახდა ჩვენი განწყობა და პოლიტიკა კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ რა არის ომი, ვნახეთ დაპირისპირება და სიძულვილი იარაღით ხელში, ჩვენ ვნახეთ დიდი თუ პატარა პროვოკაციები, ვნახეთ როგორ შეიძლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, რომელიც ღია აგრესიაში გადავიდა ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგით, მიუხედავად შეფუთვისა და სათავისოდ გამოყენების მცდელობისა. ტუსკის დღევანდელი განცხადება მკაფიოდ ავლებს წითელ ხაზს რევანშისტულ, გაუწონასწორებელ გადაწყვეტილებებსა და დღევანდელ გონივრულ, გათვლილ ნაბიჯებს შორის. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ იმ პრობლემაზე, რასაც ჰქვია არაპროგნოზირებადი მეზობელი. ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით საერთაშორისო თანამეგობრობას იმ პოლიტიკის გატარებაში, რომელსაც რუსეთთან მიმართებაში აწარმოებენ“ - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის მთავრობა, პირველ რიგში, ითვალისწინებს დე ფაქტო საზღვრის საგუშაგოდ მყოფი ძალოვანის და საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები გლეხის, მისი, მავრთულხლართს გაღმა დარჩნილი ახლობლის ინტერესს და უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და საერთაშორისო ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

„საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც აღარ დაუშვებს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანს ქვეყანას; ჩვენ ვეღარ დავუშვებთ, რომ ცალკეული პოლიტიკოსების გაუაზრებელი ნაბიჯების, ახირებებისა და პირადი მოტივების გამო დაიღუპონ ჩვენი მოქალაქეები, ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს მსგავსი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ევროპასთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, კომუნიკაცია გვაქვს რუსეთთან, ვცდილობთ გონივრული პოლიტიკის გატარებით საჩვენოდ მოვატრიალოთ მოლაპარაკებების და ურთიერთობების შედეგები. დღევანდელმა, ევროპიდან გაჟღერებულმა გზავნილმა კი ამ მიმართულების ჭეშმარიტებაში დაგვარწმუნა და მეტი თმენა და მეტი მოტივაცია შეგვმატა ვიმუშაოთ ბევრი - დაწყებული ეფექტური ფორმატების გაფართოებით ან ჩანაცვლებით და დასრულებული კონფლიქტის საბოლოო მოგვარებით- ქვეყნის გაერთიანებით“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42