მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იქნება მასობრივი განადგურების იარაღის, მასალებისა და მათი გადატანის საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა.
„ტერორიზმის ხელშემწყობი ფაქტორების აღმოფხვრის მიზნით, ყურადღება უნდა დაეთმოს თანამოქალაქეების რადიკალიზაციისა და ტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმის პრევენციას, რისთვისაც აუცილებელია ექსტრემისტული რიტორიკისა და იდეოლოგიის გავრცელების ხელის შეშლა. დღეს გლობალური ტერორისტული საფრთხის ერთ-ერთი გამოვლინებაა ე.წ. ისლამური სახელმწიფო, რომელიც საქართველოსთვის იგივე საფრთხის მატარებელია, როგორც სხვა სახელმწიფოებისთვის" - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, ოკუპირებული რეგიონების არსებობა საფრთხის შემცველია, რაც ხელსაყრელ გარემოებას ქმნის საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






