სუს-ი არ არის უშიშროების სამინისტროს პრაქტიკის გაგრძელება - გომელაური
პოლიტიკა - 12:39, 22 Jul, 2015     2469
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი ვახტანგ გომელაურის თქმით, აღნიშნული სამსახური უშიშროების სამინისტროს პრაქტიკის გაგრძელება არაა. აღნიშნული განცხადება გომელაურმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა. გომელაურმა ის ფაქტორები ჩამოთვალა რაც სუს-ს უშიშროების სამინისტროსგან განასხვავებს:

„სხვაობას წარმოადგენს საქართველოს მთავრობისგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცული სამსახურის ხელმძღვანელი და გარე კონტროლის ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა განხორციელდება იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული, როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებები. განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებების შედეგად, ჩვენს ქვეყანას ეყოლება დამოუკიდებელი, დეპოლიტიზირებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

საპარლამენტო კონტროლის მოქნილი მექანიზმის საშუალებით, სამსახურის საქმიანობა დაეფუძნება გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპებს და იხელმძღვანელებს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების და არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ნების გათვალისწინებით. ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არ წარმოადგენს მთავრობის წევრს და პოლიტიკური თანამდებობის პირს. მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ ეხება არც საარჩევნო და არც მთავრობის უფლებამოსილების ვადები", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სუს-ის ძირითად მიმართულებას ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა წარმოადგენს ამ მოვალეობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაერთიანებულია კონტრდაზვერვისა და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტები, კონტრტეროტისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული სააგენტოები.

"მოცემულ კონტექსტში ხაზგასასმელია ის გარემობაც, რომ ერთმანეთისგან გამიჯნულია შიდა და საგარეო დაზვერვა. უსაფრთხოების სამსახურს მხოლოდ შიდა დაზვერვის განხორციელება ეკისრება" - აღნიშნა გომელაურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით პარლამენტი ამტკიცებს. მისი კანდიდატურის კენჭისყრა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42