უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დემაგოგებს უწოდებს.
ამის შესახებ პაპუაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც ვახტანგ გომელაურის მოსმენას ხმაური მოჰყვა.
მისი თქმით, ოპოზიცია პროვოკაციის მოწყობას ცდილობს.
„თავპირი უნდა უმტვრიო ამათ დღე და ღამე. ბევრ რაღაცაზე კიდევ ვიკავებ თავს და ამას კანონიერად გაეცით პასუხი. დავიღალე ერთი და იგივეთი. ჩვეულებრივად ვიჯექი კომიტეტის სხდომაზე და მოაწყვეს პროვოკაცია. არ მქონდა არანაირი სურვილი მათთან პოლემიკაში შესვლის", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც სუს-ის უფროსოსბის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს უსმენენ, დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ხმაური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებას მოჰყვა. დეპუტატმა სუს-ის მაღალჩინოსანზე ისაუბრა, რომელმაც მისი თქმით, რუსეთში დიდი ოდენობით ინფორმაცია წაიღო.
მასალის გამოყენების პირობები






