პრეზიდენტი "ოცნებას" დაპირებას ახსენებს და მაჟორიტარული სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს
პოლიტიკა - 11:51, 22 Jul, 2015     1854
საქართველოს პრეზიდენტმა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ცვლილებ ის აუცილებლობაზე ისაუბრა და მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა. მისი თქმით აღნიშნული სისტემის ცვლილება სამართლიანობის დადგენაა, ხოლო 2016 წლისთვის ამ ცვლილების გადადება სამართლიანობის გადადებას ნიშნავს. "რამდენად სამართლიანია, რომ სამართლიანობას გადავდებთ, არ ვიცი" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ქართული ოცნების" საარჩევნო დოკუმენტებში ნათლად იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ უნდა შეცვლილიყო მაჟორიტარული სისტემა და უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემა შეგვექმნა. ამას ვამბობდით, როცა ვიყავით ოპოზიციაში. მეტიც, არაერთი ჩემი მეგობარი და კოლეგა, რომელიც დღეს უმრავლესობის რიგებშია, გმირულად, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდა ამ მიმართულებით ცვლილებებისთვის წლების განმავლობაში. ასევე არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აღნიშნულთან დაკავშირებით დაფიქსირებული აქვთ თავიანთი პოზიცია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ თვალსაზრისით შექმნა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმ ჯგუფებისთვის, ვინც ამ საკითხზე მუშაობს, ძალიან საინტერესო შესაძლებლობა და ფორუმი, რომელმაც მათ საშუალება მისცა დაეფიქსირებინათ ერთიანი პოზიცია და ხედვა იმ ცვლილებების თაობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. მე არ წარმოვადგენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი ამოცანა ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაში მდგომარეობს. ქართული დემოკრატია ვერ იქნება ბოლომდე სტაბილური, თუ ჩვენ პარლამენტში არ გვეყოლება ძლიერი პოლიტიკური პარტიები - არა მარტო სამთავრობო, არამედ ოპოზიციური. მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც სწორედ იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ბევრად უფრო კომფორტულ სათამაშო მოედანს უქმნის პოლიტიკურ პარტიებს, საქართველოში პოლიტიკური პარტიები კი ის სტრუქტურებია, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ცხოვრება. რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნებიან ლიდერები, გამორჩეული პიროვნებები, მაგრამ სტაბილურად ქვეყანა ვითარდება, როდესაც არსებობენ სტაბილური პოლიტიკური მოთამაშეები და ამომრჩეველი ირჩევს არა ერთს გადამრჩენლად და "ვნახოთ რა მოხდება", არამედ თავისთვის შესაფერის პოლიტიკურ ძალას, რომელიც წარმოადგენს მის ინტერესს პარლამენტში. ასე რომ, საქართველომ უნდა მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც გააძლიერებს და შესაძლებლობას შეუქმნის პოლიტიკურ ძალებს უფრო სტაბილურ ვითარებაში, არა გადამრჩენელი და დამანგრეველი, არამედ "მოდი ავირჩიოთ რომელი ჯობია" ვითარებაში გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება.
ახლა ჩვენი დემოკრატიის წინაშე უფრო დივერსიფიცირებული სათამაშო მოედნის შექმნის ამოცანა დგას. ამ მოედანზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომელიმე ძალამ მოიგოს, მაგრამ დასჭირდეს სხვასთან პარტნიორობა იმისთვის, რომ შექმნას უმრავლესობა. ეს ჯანმრთელი პოლიტიკური პროცესია და მე სწორედ ამ პოლიტიკური პროცესის იმედი მაქვს საქართველოში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42