პრეზიდენტის განცხადებით, კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი შენიშვნები აქვთ, რაც გასათვალისწინებელია. მარგველაშვილი, ასევე, მიიჩნევს, რომ ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში მოდის.
„როდესაც ჩვენ ამ გაყოფასთან მიმართებაში ძალიან ღია, ნეგატიურ შეფასებებს ვიღებთ, უმნიშვნელოვანესი საფინანსო ინსტიტუტებიდან. ჩემი კითხვები რჩება აბსოლუტურად უპასუხოდ. შესაბამისად შესაძლებელია ბუნებრივად დაასკვნათ ჩემი გადაწყვეტილება რა იქნება. ამდენი კითხვის ფონზე ჩემი დასკვნა და ვერდიქტი ბუნებრივი იქნება“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „მოამბის“ ეთერში.
შეგახსენებთ პარლამენტმა 18 ივნისს მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით 19-ის წინააღმდეგ მიიღო „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი
მასალის გამოყენების პირობები






