პრეზიდენტის თქმით, არც ერთი ქართველი ოკუპაციას არ შეეგუება, რადგან ეს არის თემა, რომელიც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს სტკივა.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა.
„ჩვენ არ მივიღებთ ოკუპაციას, არ შევეგუებით ოკუპაციას და გავაერთიანებთ ქვეყანას, მაგრამ შევხედოთ ვითარებას - არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები. ოკუპაცია არის დანაშაული, რომელიც მეზობელმა სახელმწიფომ ჩაიდინა საქართველო და საერთაშორისო სამართლის და ჰუმანური პრინციპების წინაშე. ეს არის სასირცხვილო ფაქტი, რომლის ფონზეც ჩვენ ვცხოვრობთ, მაგრამ ამის მერე არ გაჩერებულა დანაშაულის ჩადენა. დამატებითი დანაშაულია ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ბანერების და მავთულხლართების აღმართვით. ეს არ არის ოკუპაციიდან გამომდინარე ვითარება, თუმცა ასევე დანაშაულია, რადგან ადამიანებისთვის ხელოვნური ბარიერების აღმართვა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც კი წარმოადგენს ვითარების განმუხტვის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






