პარლამენტში ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,ქართული ოცნების" მიერ მომზადებული რეზოლუციებზე მსჯელობენ.
„თავისუფალი დემოკრატების“ და „ეროვნული ფორუმის“ წევრები ეთანხმებიან „ნაციონალების“ რეზოლუაციას იმ პუნქტს, სადაც საუბარია გაეროს უშიშროების სხდომის მოწვევაზე.
თუმცა მათ კითხვები აქვთ იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც კარასიბი-აბაშიძის ფორმატის გაუქმებას ეხება.
„მაინტერესებს, რას უშლის ხელს ამ ფორმატის არსებობა“, - განაცხადა ანი მიროტაძემ.
საკუთარი რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში.
გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკამ არ გაამართლა და კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაუქმებასაც აუცილებლად მიიჩნევს.
„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება კვლავ ჯიუტად დგას პოზიციაზე, რომელმაც სიკეთე არ მოგვიტანა და პირიქით, საოკუპაციო ხაზი იწევს ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში. ასევე ნათელია, რომ კარასინი-აბაშიძის საუბრებმა ამ მიმართულებით ნეგატიური შედეგი მოუტანა ქვეყანას და ჟენევის ფორმატის ეროზია ხდება," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
მასალის გამოყენების პირობები






