"გქონდათ შესაძლებლობა XXI საუკუნეში გენახათ ახალი ბერლინის კედელი"- ხიდაშელის მიმართვა ტუსკს
პოლიტიკა - 17:44, 21 Jul, 2015     1174
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თინათინ ხიდაშელის შეფასებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ამ ორი დღის განმავლობაში საშუალება ქონდა რეალური საქართველო ენახა, თავისი პრობლემებით,გამოწვევებით, ახალი ბერლინის კედლით და ამასთანავე იმ სიმხნევით, რომელიც ქარტველებს გააჩნიათ. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის რეზიდენციაში ისაუბრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნილ საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტს შეხვდნენ.


„თქვენ გქონდათ საშუალება, ამ ორი დღის განმავლობაში გენახათ საქართველო ისეთი, როგორიც არის, ყველა თავისი პრობლემით, ოკუპაციით გამოწვეული პრობლემებით, ყოვედღიური გასაჭირით, მაგრამ იმ სიმხნევით, რომლითაც ყოველი ქართველი დგას და ებრძვის ამ გამოწვევებს, რომელსაც დღევანდელი სამყარო გვთავაზობს. თქვენ იყავით ხურვალეთში, გქონდათ შესაძლებლობა, XXI საუკუნეში გენახათ ახალი ბერლინის კედელი. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ამასთანავე თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც საქართველოს ინტერესებს, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ იცავს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ყველგან, სადაც ვიცავთ მშვიდობას, ვიცავთ საქართველოს. ვიცავთ ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და ვიბრძვით ჩვენი შვილების მომავლისთვის. ამიტომ, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე და მის ფარგლებს გარეთ და ქედი მოვიხარო ყველა იმ დედის წინაშე, ვისაც მსხვერპლი ჰქონდა“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42