საქართველოში ოკუპანტის ჯარი დგას, რომლისთვისაც ყოველდღიურად პროვოკაციის მოწყობა იოლია - მარგველაშვილი ტუსკის
პოლიტიკა - 17:44, 21 Jul, 2015     996
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნილ საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ჯარის მუშაობის შედეგად, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ნატო-ს ჯარებთან თანმხვედრ ქვეყნად იქნა მიჩნეული.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენს წინაშეა ქართული ჯარი, რომელთა წინაპრებიც ათეულობით საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ და აძლიერებდნენ იმ პატარა ქვეყანას, სადაც ახლა იმყოფებით. ჯარი, რომელსაც უპირისპირდებოდნენ ისტორიის განმავლობაში უდიდესი იმპერიები და არმიები, მაგრამ ჯარი, რომელმაც შეძლო და საუკუნეების განმავლობაში გაიტანა და თანამედროვე კაცობრიობის სრულფასოვან წევრად შექმნა ჩვენი სამშობლო - საქართველო. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ადამიანების და მათი კოლეგების მუშაობის შედეგად, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ნატო-ს ჯარებთან თანმხვედრ ქვეყნად იქნა მიჩნეული.

გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ სხვა სახელმწიფოებთან ერთად ვქმნით გლობალური უსაფრთხოების სახით, დაუბრუნდება ჩვენ სახელმწიფოს. სახელმიწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც სამწუხაროდ და ისტორიული სამართლიანობის საპირისპიროდ, ოკუპანტის ჯარი დგას, რომლისთვისაც იოლია ყოველდღიურად გაუგებარი მიზეზების გამო პროვოკაციის მოწყობა.

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი. ევროპაში ყოფილა აღმართული კედელი, რომელიც ადამიანებს და სახელმწიფოებს ყოფს, მაგრამ ჩვენი ისტორიიდან და ევროპის ისტორიიდან ვიცით, რომ ნებისმიერი ასეთი ხელოვნური და ძალადობრივად აგებული კედელი, ადრე თუ გვიან ინგრევა. ჩვენ მშვიდად, რაციონალურად და ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს და ვიქნებით საქართველოშიც იმ სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი, რომლის დადგომაშიც ყოველდღიური წვლილი შეგვაქვს“,- მიმართა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკს.

მარგველაშვილმა დონალდ ტუსკს ხურვალეთში ჩასვლისთვის და ადგილზე სიტუაციის გაცნობისთვის მადლობა გადაუხადა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42