ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ქართველ ჯარისკაცებს სამშიდობო მისიებში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ქართველი სამხედროების თავგანწირვამ ევროკავშირში მაღალი შეფასება მიიღო.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სამსახურისთვის, რომელსაც ევროპას უწევთ მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად საზღვარგარეთ. დაძაბულმა შრომამ, თავგანწირვამ, ევროკავშირში მაღალი შეფასება მიიღო. პირადად მე ვამაყობ თქვენით, თქვენი ღვაწლით ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში. საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მსოფლიოში საერთაშორისო სოლიდარობის კუთხით. მივესალმები თქვენი ქვეყნის გადაწყვეტილებას, ჩართული იყოს დაუყონებლივ რეაგირების ჯგუფის მონაწილეობის თვალსაზრისით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ოპერაციაში, ერთად ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანს ვაღწევთ ევროპული, გლობალური თანამშრომლობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით“, - განაცხადა ტუსკმა.
მასალის გამოყენების პირობები






