ვაზიანში „Agile Spirit 2015“-ის დასკვნითი საჩვენებელი სწავლება გაიმართა
პოლიტიკა - 17:07, 21 Jul, 2015     1235
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „Agile Spirit 2015“-ის დასკვნითი საველე სწავლება გაიმართა. საჩვენებელ სწავლებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები, ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრის მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ლასლო ჟაბო და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი ჯეიმს დონელანი დაესწრნენ.

საჩვენებელ სწავლებაში ასეულის დონის მრავალეროვნული ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში ქართველ და ამერიკელ სამხედროებთან ერთად რუმინელი და ბულგარელი ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ. სამხედროებმა „Agile Spirit 2015“-ის სწავლების ფარგლებში დასახლებულ პუნქტზე შეტევის ამოცანა განახორციელეს. ამოცანის შესრულების დროს სწავლების მონაწილეებმა შეჯავშნული სამხედრო ავტომობილები, დაშავებულის საევაკუაციოდ კი, UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი გამოიყენეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ მრავალეროვნულ სწვალებაში ნატოს წევრი ქვეყნების ჩართვის მნიშვნელობაზე და ქართველი სამხედროების მაღალ კვალიფიკაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„წელს ამერიკელ სამხედრო პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნულ სწავლებაში პირველად ჩაერთნენ ნატოს ქვეყნები - ბულგარეთი, რუმინეთი, ლიტვა და ლატვია. ამ სწავლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები მზად არიან, როგორც ნატოს მრავალეროვნულ სწავლებების, ასევე, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ( NRF) სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად“,- განაცხადა რომან ჯოხაძემ.

საჩვენებელი წვრთნის დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა მრავალეროვნული სწავლება შეაფასეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ეს არის პირველი მთავარი სწავლება საქართველოში, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს უელსის სამიტზე გადაეცა. სწავლებაში ნატოს პარტნიორი ქვეყნები დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ. ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც საქართველოში აგვისტოში ჩამოყალიბდება, სწორედ, მსგავსი სახის სწავლებებს დაგეგმავს სამომავლოდ. ამგვარად, ჩვენ უნდა ველოდოთ სწავლებების რეგულარულ სერიებს საქართველოში. ეს დაეხმარება ქვეყანას არა მხოლოდ შესაძლებლობების გაზრდაში, არამედ, ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას და საშუალებას მისცემს პარტნიორებს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოსთან. საქართველო ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება, განსაკუთრებით კი ამ რეგიონში. ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, სწორედ, ამ პროცესებს შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ჯეიმს დონელანმა ქართულ მხარეს სწავლების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი სახის სწავლებები მომავალშიც ჩატარდება. „რაც დღეს ვნახეთ, არის ტაქტიკური ურთიერთთავსებადობის შესანიშნავი მაგალითი ველზე. სწავლების მონაწილეებმა კარგი ურთიერთთავსებადობა გვიჩვენეს ბრიგადის შტაბშიც, რაც თქვენ შესაძლოა, ვერ ნახეთ. ჩვენ, აშშ-ის საზღვაო ქვეითებს, ქართველ პარტნიორებთან და ნატოს წევრებთან ბატალიონის დონეზე მოქმედების ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს. ამ სწავლებით ქართველ სამხედროებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მრავალეროვნული ბრიგადისთვის ეხელმძღვანელათ, ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან და ამერიკელ პარტნიორებთან ინტეგრირებულიყვნენ. სწავლება წარმატებით ჩატარდა“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ჯეიმს დონელანმა.

სპეციალურად უცხოელი ჟურნალისტებისთვის სამხედრო წვრთნების გასაშუქებლად ნატოს პრესტური დაიგეგმა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მედიაორგანიზაციები მონაწილეობდნენ. მრავალეროვნული სამხედრო სწავლებით ქართული მედიაც დაინტერესდა.

საჩვენებელი წვრთნის დასრულების შემდეგ მიწვეულმა სტუმრებმა IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს და ბრიგადის შეიარაღება დაათვალიერეს. სტუმრებს შორის იყვნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება, რომელშიც ნატოს პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სწავლებების ჩატარებაა.

„Agile Spirit 2015“ საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავდა. სწავლების მიზანს ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის თავსებადობის გაზრდა, კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42