ენმ-ს ანტიკორუფციულმა კომისიამ ხუთთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა
პოლიტიკა - 16:07, 21 Jul, 2015     998

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციულმა კომისიამ ხუთთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. 2015 წლის მარტიდან კომისიამ ნეპოტიზმის, კორუფციის და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის მრავალი მტკიცებულება გურჯაანში, სენაკში, ვანსა და გორში გამოავლინა და ადგილობრივი საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტენდერებისთვის ყოველგვარი გვერდის ავლით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, თანამდებობის პირებთან დაკავშირებული არაერთი კომპანიებისთვისუზარმაზარი თანხების გადარიცხვაზე. ხშირად, ეს კომპანიები იყო სულ რამდენიმე დღის შექმნილი და, ცხადია, არ გააჩნდათ არანაირი გამოცდილება. მეტიც, რიგ შემთხვევებში ამ კომპანიებს უზარმაზარი თანხები ავანსად აქვთ მიღებული და შემდეგ ვერ ასრულებენ სამუშაოს. მსგავსი შემთხვევები პირდაპირი კრიმინალია, რომელშიც „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები სისტემურად არიან ჩართულნი,“ - განაცხადა პარლამენტის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

„მრავალი მაგალითიდან გამოვყოფდი გურჯაანის გამგებლის მოადგილის მეგობრის ახლადშექმნილ კომპანიას, რომელმაც, ყოველგვარი ტენდერის გარეშე მილიონი ლარი მიიღო. ასევე აღსანიშნავია ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატ ვალერი გელაშვილტან და გორის მერთან, ზურაბ ჯირკველიშვილთან დაკავშირებული კომპანიები. სამართლებრივ სახელმწიფოში მსგავს შემთხვევებზე სისხლის სამართლის საქმეები უკვე დიდი ხნის აღძრული იქნებოდა,“ - დასძინა მან.

კომისიის ინტერესის საგანს ასევე წარმოადგენდა ჩამოთვლილ თვითმმართველობებში გავრცელებული ნეპოტიზმს, რომელიც დიდი სისწრაფით უბრუნდება შევარდნაძის პერიოდის მასშტაბებს. მოცემულ მუნიციპალიტეტებში, ოჯახის წევრების, ნათესავების და ნათელ-მირონების თანამდებობებზე დანიშვნა მაშინ როცა ისინი ვერც ტესტირებას აბარებენ და არც არანაირი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ აღარავის უკვირს. კომისიამ მსგავსი შემთხვევების დეტალური დოკუმენტირება მოახდინა და სქემების სახით გამოაქვეყნა.

„ნეპოტიზმის შესანიშნავ მაგალითად გამოდგება ვანის გამგებლის შემთხვევა. მან საკუთარი დის თანამდებობაზე დანიშვნა „საქვეყნო საქმით“ დაასაბუთა,“ აღნიშნა ნადირაშვილმა.

ანტიკორუფციულმა კომისიამ ასევე გაუმართლებლად გაზრდილი პრემიების გაცემის არაერთი ფაქტი გამოავლინა. პრემიებს და სახელმფასო დანამატებს. 2014 წელს, პრემიებზე და ხელფასებზე სულ, წინა წელთან შედარებით, 109 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა.

„ამ კოლოსალური დარღვევების ფონზე გასაკვირი არაა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობმა ხალხის პრობლემები დავიწყებას მისცეს და „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სახელმწიფო ინტიტუტების დეგრადაციის თვალსაჩინო მაგალითებად იქცნენ. კომისია აპირებს გააგრძელოს მუშაობა და საზოგადოებას სხვა მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბებული კორუფციულ-კლანური სისტემის არაერთი მტკიცებულება წარუდგინოს, “ აღინიშნა დეპუტატმა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42