როგროც სოსო ბორცვაძე "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებს, სოფელში ხორბლის და ქერის მოსავლის აღება დაწყებულია, თუმცა ადგილობრივებს მხოლოდ ერთი კომბაინი ემსახურება, რის გამოც ხურვალეთელებმა შესაძლოა მოსავლის დაბინავება ვერ მოასწრონ.
ბორცვაძის ინფორმაციით, კომბაინი ადგილობრივებს უსასყიდლოდ არ ემსახურება რის გამოც ზოგიერთ გლეხს ხორბალი და ქერი ფაქტიურად ასაღები დარჩება.
"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეიყვანონ კონფლიქტის ზონის სოფლებში დამატებითი კომბაინები რათა მოსავლის აღების პროცესი გამარტივდეს.
"სულ 12 ათასი ლარია საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობამ შეძლოს უსასყიდლოდ მოსავლის აღება. ეს თანხა ორი ჩინოვნიკის პრემიაზე ნაკლებია ასე, რომ ხელისუფლებას მოვუწოდებ გამოფხიზლდეს"- აცხადებს ბორცვაძე "ნიუპოსტთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






