ამის შესახებ სააგენტო "ვზგლიადი" იტყობინება.
თიბილოვის თქმით, გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ განახორციელა მთელი რიგი პროვოკაციული ქმედებები და დარღვევები ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან.
„ქართული ხელისუფლების უკანონო ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა ჯერაც ვერ შეეუგა ფაქტს, რომ სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმიფო - მის სახელმწიფოებრივ საზღვრებში. ქართული მხარე და საერთაშორისო მედიატორები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები სამხრეთ ოსეთის საზღვრის გამაგრებითი სამუშაოების შესახებ, მაგრამ თბილისმა ეს პროვოკაცია რუსეთთან ურთიერთობების გასარკვევად მოაწყო“ - განაცხადა თიბილოვმა.
მისივე თქმით, ქართულ მხარეს სურდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ადგილზე პროვოკაციული მიზნებით ჩაეყვანა.
საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთს მომხდარ ინცინდენტთან არავითარი კავშირი არ აქვს და სამხრეთ ოსეთი მაინც გააგრძელებს საზღვრის გავლებას იმ ქვეყანასთან, რომელთანაც არანაირი ურთიერთობა არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






