ვერა ქობალია ყაზახური კომპანიიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს (ვიდეო)
პოლიტიკა - 15:06, 21 Jul, 2015     2781


საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ, რომელიც ყაზახური კომპანია „ასტანა ექსპო 2017“-ის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.

როგორც Tengrinews.kz წერს თანამდებობიდან წასული ვერა ქობალია ამ დროისთვის ბათუმში ისვენებს. შემდგომში კი პოლონეთში წასვლას აპირებს, სადაც სახელმწიფო სექტორში კორუფციის შესახებ ლექციას წაიკითხავს. Tengrinews.kz-ი ქობალიას სკაიპით დაუკავშირდა.

ვერა ქობალიამ ყაზახურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ასტანაში სამუშაოდ ის კომპანიის ექს-თავმჯდომარემ ტალგათ ერმეგიაევმა მიიწვია. წინადადება მას მაშინვე არ მიუღია რადგან ფიქრობდა, რამდენად შესაძლებელი იყო ოჯახით ყაზახეთში გადასვლა.

„ჩემს გვერდით ყაზახეთში ბევრი ქართველი პოლიტიკოსი მუშაობს. მაგალითად საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ნიკოლოზ გილაური. ამიტომ როდესაც ყაზახეთში ჩემი მიწვევა უცნაური არ ყოფილა... მე დამირეკა ერმეგიაევმა. როდესაც მე ჩავედი ასტანაში, მეორე დღეს მიმიწვიეს და მომავალი თანამშრომლობისთვის მადლობა გადამიხადეს. ხელფასი ყველა მოადგილეს ერთნაირი ქონდა- მე ვიღებდი 1,2 მილიონ ტანგეს“ - განაცხადა ვერა ქობალიამ.

ქართველი სპეციალისტის მოვალეობებში პროექტის საერთაშორისო არენაზე გატანა და საგარეო სამინისტროსთან ერთად ამ პროექტში სხვადასხვა ქვეყნის მოზიდვა შედიოდა.

„როდესაც ჩამოვედი, მე ბევრ ისეთ რამეს წავაწყდი, რაც ჩემთვის უცნაური იყო. მაგალითად ეროვნულ კომპანიაში იყო და არის ძლიერი ნეპოტიზმი. ყველაზე მძიმე პროცესი ჩემთვის იყო კომპანიაში ადამიანების მიღება და გაშვება. მე მეუბნებოდნენ, რომ ყველგან ასეა და არ უნდა გამიკვირდეს. მე როგორც ძველ ასევე ახალ მენეჯმენტს ვეუბნებოდი, რომ მე ძლიერი გუნდი მჭირდებოდა“- აღნიშნა ქობალიამ. მისი თქმით მისი გათავისუფლების შესახებ განცხადებას ხელი მაშინვე მოაწერეს, ამასთანავე ქობალია აცხადებს, რომ მას ამჟამინდელი მმართველების მიმართ არანაირი წყენა არ გააჩნია, თუმცა იგი უსიამოვმო გრძნობას განიცდის იმის გამო რაც მოხდა ტალგათ ერმეგიაევთან დაკავშირებით.

ყაზახმა ჟურნალისტმა ვერა ქობალიას კანადურ ღამის კლუბში ცეკვის სკანდალურ კადრებთან დაკავშირებითაც დაუსვა შეკითხვა . რომელიც იმტერნეტში გავრცელდა და ვერა ქობალიას მიმართ სხვადასხვა ჭორების საფუძველი გახდა.

„მე როდესაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დამინიშნეს, წამოვიდა ბევრი ინფორმაცია, ასეთივე ნეგატიური და დაუჯერებელი... მე მაშინ ყურადღებაც კი არ მიმიქცევია იმ სტატიისთვის, რომელიც არცთუ ისე დიდ გაზეთში გამოქვეყნდა- განაცხადა ქობალიამ- საჭიროა ადამიანი მიხვდეს, რომ როდესაც პოლიტიკაშია, ასეთ პუბლიკაციებს იგნორირება უნდა გაუკეთოს. თავად ფოტო მაშნაა გადარებული, როდესაც მე სტუდენტი ვიყავი, ჩვენ ისევე, როგორც ყველა სხვა ახალგაზრდა გოგონა, დავდიოდიტ კლუბებში, ვერთობოდით. თუ მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში , ჟურნალისტებმა მხოლოდ ჩემი კლუბში გადაღებული ფოტო აღმოაჩინეს, ვფიქრომ ეს ყველაზე არასერიოზულია რის გამოც შეიძლება ადამიანი გააქილიკო.“- განაცხადა ქობალიამ. ამასთანავე ვერა ქობალიამ აღიარა, რომ არ

ვერა ქობალიამ მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ოდესის გუბერნატორს ძალიან გულშემატკივრობს:ელოდებოდა მსგავსი პუბლიკაციების ყაზახურ მედიაში გამოჩენას. მისი თქმით ადრე რუსულ მედიაში კრიტიკული მასალების გამოჩენა სავსებით შესაძლებელი იყო, რადგან მისი მინისტრობის დროს რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო.

„ის გლობალური პოლიტიკოსია, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერს რასაც ის უკრაინაში აკეთებს შედეგიანი იქნმება და უკრაინა შეძლებს ამ სიტუაციიდან გამოსვლას. მე სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა მაქვს . მე ყოველთვის მოხარული ვიქნები მასთან თანამშრომლობით.“- განაცხადა ქობალიამ.

შეგახსენებთ, “ასტანა ექსპო 2017″-ის ყოფილი თავმჯდომარე და ქობალიას მომწვევი ტალგატ ერმაგიაევი, 11 ივნისს ყაზახეთის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე გაათავისუფლეს და ორ დღეში 4 მილიარდი ტენგეს მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს.

ერმაგიაევის გარდა სახელმწიფო სახსრების დატაცების ფაქტზე რამდენიმე მაღალჩინოსანიც არის დაკავებული. მათ შორის, მშენებლობის მიმართულების კურატორი, რომელსაც სახელმწიფო 217 მილიონი ტენგეს დატაცებას ედავება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42